გზირიშვილი ალექსანდრე

გზირიშვილი ალექსანდრე – [26. I (8. II). 1902, სოფ. ვაქირი, ახლანდ. სიღნაღის რ-ნი. – 14. IX 1972, თბილისი], ქართველი საბჭ. ქირურგი, უროლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1947), პროფესორი (1950), საქ. სსრ მეცნ. დამს. მოღვაწე (1962). სკკპ წევრი 1939-დან. 1928 დაამთავრა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტი. 1939-41 და 1946-72 განაგებდა საქ. სსრ ცენტრ. კლინიკური საავადმყოფოს უროლოგიის განყ-ბას. 1941-46 ერთ-ერთი ევაკოჰოსპიტლის მთავარი ქირურგი იყო; 1966-72 – საქ. სსრ უროლოგთა სამეცნ. საზ-ბის თავ-რე. შემოიღო უროლოგიაში კვლევის ელექტროფიზიოლ. მეთოდი, თირკმლის ფუნქციის შესასწავლად გამოიყენა იზოტოპები, სრულყო ზოგიერთი უროლოგიური ქირურგ. ოპერაცია. მისი შრომები ეძღვნება თირკმლის კენჭოვანი დაავადების, საშარდე გზების ტუბერკულოზის, თირკმლის გადანერგვისა და სხვ. საკითხებს. დაჯილდოებულია წითელი ვარსვლავის ორდენით და მედლებით. [1]

გზირიშვილი ალექსანდრე