ბიზანტიური პერიოდი

”სამედიცინო ტერმინოლოგიის ისტორია. სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარების ისტორია და  თანამედროვე ტენდენციები. სამედიცინო ტერმინოლოგიის “ევროპული ხაზის” ისტორია”, დასაწყისი იხ. >>>

დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ გვიანი ანტიკური კულტურის ძირითად მემკვიდრე, მათ შორის მედიცინისაც, გახდა ბიზანტია. ბიზანტია ლიტერატურის  განვითარებას ბერძნულ ენაზე აგრძელებდა. ანტიკური პერიოდის დასასრულსა და ადრეულ შუასაუკუნეებში ბიზანტიაში მოღვაწეობდა მრავალი ცნობილი ექიმი, რომელთა პროფესიულ – ენობრივი კულტურა ჩამოყალიბდა ტრადიციულ სამედიცინო სკოლებში. ორიბაზიას (325 – 403) ნემეზიას (დაახ. 370) აეცია ამიიდიელის (502-572 წწ.) ალექსანდრე ტრალესკელის (525-605 წწ.) პავლე ეგინიისკელის (625-690 წწ.) და ზოგიერთი სხვა ბიზანტიელი ექიმ-ენციკლოპედისტების ნაწარმოებები, გარკვეულწილად წარმოადგენდნენ გალენის ნაშრომების კომპილაციას. ალექსანდრიის სამედიცინო სკოლის წარმომადგენლები ხელს უწყობდნენ ექიმთა შემდგომ თაობებს გაცნობოდნენ სამედიცინო ტერმინოლოგიას.  ბიზანტიური სამედიცინო აზროვნება უკვე ეყრდნობოდა ლათინურ პერიოდში გამდიდრებულ და სრულყოფილ ტერმინოლოგიას და, თავისი მხრივ, ბერძნულის ბაზაზე კვლავ ამდიდრებდა მას. საზოგადოდ, ბიზანტიურმა კულტურამ მედიცინაში ვერ ითამაშა ისეთი მნიშვნელოვანი წვლილი, როგორიც ბერძნულმა, რომაულმა და არაბულმა სამედიცინო კულტურებმა.


საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე, უცვლელად და შემოკლებების გარეშე. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “ .
ნაშრომში, სათანადო მითითებით გამოყენებულია ფრაგმენტები ლადო კოტეტიშვილის ნაშრომებიდან; ქვეპარაგრაფში ”ლათინიზაციის პროცესი”, სათანადო აღნიშვნებით, გამოყენებულია ფრაგმენტები ნანა ამირანაშვილის სადისერტაციო ნაშრომიდან.

ლიტერატურა

1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.

2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.

3. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია,ვლადიმერ ბაზიაშვილი, მანანა კიკნაძე,

არაბული სამედიცინო ტერმინოლოგია და სამედიცინო კულტურა