ბერძნულ-ლათინური ლექსიკის გავრცელება

”სამედიცინო ტერმინოლოგიის ისტორია. სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარება რუსეთში და მისი გავლენა ქართულ სამედიცინო ტერმინოლოგიაზე”, დასაწყისი იხ. >>>

X ს-ში რუსეთის მიერ  ქრისტიანობის მიღების შემდეგ ბერძნული ენის გავლენის ზრდა განაპირობა ბიზანტიასა და მის კულტურასთან მჭიდრო კონტაქტებმა. აქტიურად ითარგმნებოდა არისტოტელეს, ჰიპოკრატეს, გალენისა და ბიზანტიელი ექიმების ნაშრომები. თანდათანობით აუცილებელი გახდა ლათინური ენის გამოყენება, ვინაიდან ბევრი მეცნიერული ნაშრომი, და მათ შორის სამედიცინოც იწერებოდა ლათინურ ენაზე.  მაგალითად, 1657-1658 წლებში გამოჩენილი რუსი განმანათლებლის ეპიფანე სლავინეცკის მიერ ნათარგმნი იყო ვეზალის  ,,ეპიტომე’’, როგორც ანატომიის სახელმძღვანელო რუსი ექიმებისათვის. თუმცა ე. სლავინეცკის ნათარგმნი დაკარგულია, შეიძლება მეორე ნაშრომის –  ,,სრული ბერძნულ-სლავურ-ლათინური ლექსიკონი’’ – საფუძველზე ვივარაუდოთ, რომ მან შექმნა წინაპირობები ამ ეპოქაში დასავლეთევროპული ტერმინოლოგიის დამკვიდრებისათვის.
მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბერძნულ-ლათინური ლექსიკის გააზრებასა და ათვისებაში გადადგა შესანიშნავმა ლექსიკოგრაფმა ფ. პ. პოლიკარპოვმა XVIII ს-ის დასაწყისში. მისი სამენოვანი ლექსიკონი, რომელიც შედგება 19712 სტატიისაგან, შეიცავს მნიშვნელოვანი რაოდენობით ავადმყოფობებისა და სამკურნალო ბალახების დასახელებებს ბერძნულ, ლათინურ და რუსულ ენებზე.
ბერძნულ-ლათინური აკადემიის პირველი გამოშვებების შემდეგ 1658 წელს მოსკოვში კლასიციზმების გამოყენება დაიწყეს უშუალოდ ანტიკური ავტორების თხზულებებიდან. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა სამეცნიერო ანატომიისა და ქირურგიული ტერმინოლოგიის შესწავლას ლათინურ ენაზე პირველ ჰოსპიტალურ სკოლაში, რომელიც დაარსებული იქნა 1707 წელს პეტრე I-ის ბრძანებით და ხელმძღვანელობდა ნ. ბიდლოო.
პეტრე I-ის  ეპოქაში და მის შემდეგ მთელ XVIII ს-ში აქტიურად ფორმირება და რუსულ სალიტერატურო ენაში იჭრება ასობით სამეცნიერო ლათინიზმი, როგორც უშუალოდ ლათინური თხზულებებიდან, ასევე დასავლეთევროპული ენებიდან. XVIII ს-ის დასაწყისში ფართოდ გავრცელდა შემდეგი სიტყვები: ìåäèê (მედიკი), ìåäèêàìåíò (მედიკამენტი), ìåäèöèíà (მედიცინა), ðåöåïò (რეცეპტი), ñàíãâà (ლათ. sanguis – სისხლი), óðèíà (ლათ. urina – შარდი), ôåáðà (ლათ. febris – ცხელება). XVIII ს-ის შუაში ლიტერატურაში გამოჩნდა სიტყვა აბსცესი, ამპულა, ამპუტაცია, ანგინა, ვენა, ნერვი, პაციენტი და სხვა.
რუსული სამეცნიერო ტერმინოლოგიის პრინციპების შემუშავებასა და დაფუძნებაში დიდი წვლილი შეიტანა მ. ვ. ლომონოსოვმა (1711-1765 წწ.). იგი, კლასიკური ენების ბრწყინვალე მცოდნე, არაერთხელ ხაზგასმით მიუთითებდა მათ დიდ მნიშვნელობაზე რუსეთში განათლებისა და ტერმინოლოგიის პროგრესისათვის. მ. ვ. ლომონოსოვმა მონაწილეობა მიიღო პირველი ანატომიური ატლასის განხილვაში, რომელიც ნათარგმნი იყო გერმანულიდან ა. პ. პროტასოვის (1724-1796 წწ.) მიერ და საფუძველი ჩაუყარა სამეცნიერო ანატომიურ ტერმინოლოგიას რუსულ ენაზე.


საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე, უცვლელად და შემოკლებების გარეშე. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “ .
ნაშრომში, სათანადო მითითებით გამოყენებულია ფრაგმენტები ლადო კოტეტიშვილის ნაშრომებიდან; ქვეპარაგრაფში ”ლათინიზაციის პროცესი”, სათანადო აღნიშვნებით, გამოყენებულია ფრაგმენტები ნანა ამირანაშვილის სადისერტაციო ნაშრომიდან.

ლიტერატურა

1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.

2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.

3. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია,ვლადიმერ ბაზიაშვილი, მანანა კიკნაძე,

საკუთრივ რუსული ტერმინოლოგიის განვითარება