ბანერის ჩასმა მარჯვენა და მარცხენა სვეტებში

WordPress – კონსულტაციები

1.      შევიდავთ კონტროლ-პანელში;

2.      კურსორს ჩავაწკაპუნებთ ცარიელ ფურცელზე, და ავტვირთავთ სასურველ ბანერს; ბანერის ასატვირთავად ვაჭერთ პატარა ოთხკუთხედზე, რომელიც მდებარეობს ცარიელი ფურცლის ზემოთ, Upload/Insert ,,ატვირთვა/ჩასმის“ მარჯვნივ;

3.      ნახატს/სურათს მივცემთ შუა მდებარეობას და დავადებთ სასურველ ლინკს, რაზეც გვსურს რომ გავიდეს;

4.      ზემოთ არის წარწერა Visual (,,ვიზუალური“) და მის გვერდით HTML; ვაჭერთ ამ HTML-ზე და გადავდივართ კოდებში, ანუ სურათი მოცემულია უკვე კოდებში;

5.      მოვნიშნავთ ამ კოდებს, ვაკოპებთ და შემდეგ ვაპეისტებთ -Widgets-ში (,,ვიდჯეტები“) შემდეგნაირად:

6.      შევდივართ Widgets-ში – მარცხენა სვეტში არის Appearance, ჩამოვშლით მას და ვაკლიკებთ Widgets-ზე და გადავდივართ მის გვერდზე;

7.      Widgets-ის  გვერდზე, მარჯვნივ არის Sidebar 1 (გვერდითი პანელი) და Sidebar 2 (გვერდითი პანელი 2);  თუ დავაჭერთ Sidebar 1 -ის მარჯვნივ ჩამოსაშლელს, გაიშლება რაც გვაქვს საიტის პირველ გვერდზე მარცხენა სვეტში (კატეგორიები და ბანერები); თუ დავაჭერთ Sidebar 2 -ის ჩამოსაშლელს, გაიშლება საიტის პირველ გვერდზე მარჯვენა სვეტში რაც არის;

8.      თუ ვთქვათ ცალკე ახალი ბლოკის (ვიჯეტის) დასმა გვინდა, მარჯვენა ან მარცხენა სვეტში,  – ვიქცევით შემდეგნაირად: შუა ნაწილში მოვძებნით წარწერას Text (ტექსტი); (ქვემოთ აწერია Arbitrary text or HTML); გავაჩერებთ კურსორს ამ Text-ზე და კურსორი გადაიქცევა ჯვრიანის ფორმად. ვაჭერთ და გადავათრევთ იქ, სადაც გვინდა დასმა – Sidebar 1-ში  ან Sidebar 2-ში; შემდეგ ჩამოვშლით მას, ჩავსვამთ ბანერის კოდს, ვაჭერთ Save და შემდეგ Close.

9.      ბანერის მოსახსნელად წავშლით მის კოდს და ვაჭერთ Save და შემდეგ Close.

10.  აქვე Widgets-ის  გვერდზე, არის კალენდრის, არქივების, ბოლოს პოსტების და ა. შ. ვიდჯეტები. თუკი გსურთ მათი პირველ გვერდზე გამოჩენა, გააჩერეთ მათზე კურსორი და Drug and Drop-ით ჩასვით სასურველ Sidebar-ში; ან თუ უკვე ჩასმული ბლოკის მოხსნა გსურთ, იგივე მთოდით Drug and Drop-ით უკან წამოიღეთ.