ანალგეტიკები (I)

 ”პრობლემური წამლები” . ენდრიუ ჩეტლი

ტკივილი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სიმპტომსა და ასევე მიზეზს, რის გამოც ადამიანები ექიმს ყველაზე ხშირად მიმართავენ [2]. ამიტომაც, არ არის გასაკვირი, რომ ანალგეტიკები [ტკივილის გამაყუჩებელი საშუალებები] წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე მეტად გამოყენებულ წამლებს. ადამიანის ორგანიზმში ტკივილისადმი ძალზედ მგრძნობიარე ათასობით ნერვული დაბოლოებაა, რომლებიც სხვადასხვა ქსოვილში არიან გაბნეული.

როდესაც ქსოვილი ზიანდება ტრავმის ანდა ინფექცის გამო, წარმოიქმნება პროსტაგლანდინებად წოდებული ქიმიური ნივთიერებები. ეს პროსტაგლანდინები ისეთნაირად მოქმედებენ ნერვულ დაბოლოებებზე, რომ ნერვების გავლით თავის ტვინში მოდის სიგნალი და ჩვენი რეაქცია გამოიხატება ტკივილის შეგრძნებაში – „არასასიამოვნო ფიზიკურ და ემოციურ შეგრძნებებში“ [8].

ტკივილი – ეს მხოლოდ შეგრძნება  არ არის. ეს რთული მოვლენა ან სინდრომია, როდესაც, ფაქტიურად ტკივილად წოდებული შეგრძნება, მის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს. ტკივილი 4 კომპონენტს მოიცავს; ნონიცეფცია (ნერვულ დაბოლოებებზე ანუ ნოციცეპტორებზე, ადგილობრივი დაზიანების ან ტრავმის ზემოქმედება); ტკივილის შეგრძნება, რომელიც ფსიქოლოგიურ მდგომარეობას წარმოადგენს; ტანჯვა, როგორც ტკივილის შედეგი (რომელიც, ჩვეულებრივ, მწვავე ტკივილის შემთხვევაში ვლინდება განგაშის სახით და როგორც დეპრესია – თუ ტკივილი ქრონიკულია); ტკივილით გამოწვეული მოქმედება (სახის გამომეტყველება, მღელვარე მდგომარეობა, განმარტოებისაკენ სწრაფვა ან კომპანიაში ყოფნა, წამლის მიღება და ა. შ.) [9]. ყოველ შემთხვევაში, ტკივილი ნაწილობრივ – ეს შეძენილია საპასუხო რეაქციაა [10].
ცხოველებზე ჩატარებულმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ტკივილსა და სტრესს შეუძლიათ იმუნური სისტემის დათრგუნვა და სიმსივნის ზრდა.
ჩვეულებრივ, ტკივილს აღწერენ როგორც მწვავეს ან ქრონიკულს; განსხვავება მათ ხანგრძლივობაშია. მაგალითად, ქრონიკულ ტკივილად აფასებენ ისეთ ტკივილს, რომლის ხანგრძლივობაც  გამოჯანმრთელების მოსალოდნელ ნორმალურს აჭარბებს [12]; ხოლო მწვავეს ისეთს უწოდებენ, რომლის დამთავრების პროგნოზირებაც შესაძლებელია [13]. ყოველ შემთხვევაში, ბავშვებში ტკივილს სამ კატეგორიად ყოფენ; მწვავე ტკივილად, სიმსივნურ ტკივილად და ქრონიკულ არაავთვისებიან ტკივილად [14]. ბავშვებში, ძირითადად, ტკივილი მწვავე ფორმისაა და და გაივლის მკურნალობის გარეშეც. ბავშვობაში პერიოდულად წარმოქმნილი ტკივილები – თავის ტკივილები, სპაზმები მუცელში და ტკივილები სახსრებში – ფარმაკოთერაპიას იშვიათად საჭიროებენ, თუ არ არსებობს რაიმე ორგანული მიზეზი [15].

ტკივილის მკურნალობა

თუმცა მწვავე ტკივილის გადატანა ხშირად შედარებით იოლი საშუალებით შეიძლება, ქრონიკულ ტკივილთან გამკლავება გაცილებით ძნელია, და აქ სულ უფრო მეტად არის საჭირო მრავალმხრივი მიდგომა, რომელიც მოიცავს მკურნალობისა და დამხმარე მექანიზმების ფართო წრეს [18].
მწვავე ტკივილის კუპირების საუკეთესო საშუალება მისი მიზეზის აღმოფხვრაა. ტკივილის გამაყუჩებელი მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენებოდეს, როდესაც შეუძლებელია ტკივილის მიზეზის აღმოფხვრა ]19]. ამის სასარგებლოდ მეტყველი ერთ-ერთო არგუმენტი ისაა, რომ ანალგეტიკები კი არ თრგუნავენ ტკივილის მიზეზს, არამედ მხოლოდ ანელებენ მასზე საპასუხო რეაქციას. თუმცა, ტკივილის მოხსნა არაა აუცილებლად დამოკიდებული ანალგეტიკების გამოყენებაზე. დამწვრობის ადგილზე ცივი წყლის დასხმამ, შესაძლოა, გაადვილოს ტკივილის შეგრძნება; სითბომ ან მასაჟმა, შესაძლოა კუნთების ტკივილი მოხსნას; ტუტე ნარევს შეუძლია პეპტიური წყლულის ტკივილის გაადვილება. ცოტა ხნის გამოჩნდა გამოკვლევები, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ ვივარაუდოთ, რომ აკუპუნქტურას ან კანის გავლით ნერვის ელექტროსტიმულაციას (კანში გავლის საშუალებით ზემოქმედება) შეუძლია ტკივილის ზოგიერთი სახის გაადვილება [20]. საჭიროა აგრეთვე გვახსოვდეს ჰენრი ბიჩერისა 1955 წლის გამოკვლევა, სადაც მოყვანილია, რომ სხვადასხვა დაავადებებით გამოწვეული ტანჯვის მქონე ადამიანების 35% განიცდიდა შვებას, მათთვის პლაცებოს მიცემის შემდეგ [21].

ანალგეტიკების ტიპები

ანალგეტიკების საერთაშორისოდ მიღებული კლასიფიკაცია არ არსებობს. ზოგიერთი სახელმძღვანელო მათ ახარისხებს და აჯგუფებს  სუსტი ან ძლიერი ტკივილის კუპირების ეფექტურობის მიხედვით. სხვები მათ ყოფენ მათი ზემოქმედების ადგილების მიხედვით – ტკივილის გამომწვევ კერაზე, ან თავის ტვინზე. ტკივილის კერაზე მოქმედი გამაყუჩებლები პროსტაგლანდინების გამოყოფის ბლოკირებას ახდენენ, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლის ნერვული დაბოლოებების სტიმულაციას ისე, რომ ტკივილის სიგნალი თავის ტვინს ვეღარ აღწევს; ხოლო თავის ტვინზე მოქმედი გამაყუჩებლები მის უჯრედებს შორის სიგნალების გადაცემას ბლოკავს და ამით თრგუნავს ტკივილის შეგრძნებას [24]. კლასიფიკაციის კიდევ ერთ მიდგომას წარმოადგენს ნარკოტიკულ ანუ ოპიოიდურ ანალგეტიკებად (ბუნებრივი ან სინთეზური, რომელთა მოქმედებაც მორფინის მოქმედების მსგავსია) და არანარკოტიკულ ანუ არაოპიოიდურ ანალგეტიკებად (მაგალითად, ასპირინი) დაყოფა. ნარკოტიკულ ანალგეტიკებს წამალზე დამოკიდებულების (მიჩვევის) გამოწვევა შეუძლიათ. ისინი ხშირად ეფექტურად გამოიყენებიან ძლიერი ტკივილის მოსახსნელად, განსაკუთრებით შინაგან ორგანოებში, და ასევე სხეულის სხვა ნაწილებში. არაოპიოიდური ანალგეტიკები იხმარება კანის, კუნთების, კბილის, სახსრებისა და ძვლების ტკივილის შემთხვევებში [25]. კლასიფიკაციის კიდევ ერთი მეთოდი ტკივილგამაყუჩებლებს აჯგუფებს ისეთებად, რომლებიც მხოლოდ ხსნიან ტკივილსა და მაღალ სიცხეს (ანტიპირეტიკები), და ისეთებად, რომლებიც ასევე ხსნიან ტკივილს, მაღალ ტემპერატურას და ხელს უწყობენ ანთებითი პროცესის შემცირებას [26]. ამ უკანასკნელებს, ჩვეულებრივ, არასტეროიდულ, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს ან კიდევ ასპირინის მსგავს წამლებს უწოდებენ (რამდენადაც პირველი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების წარმომადგენელი სწორედ ასპირინი იყო) [27].

ქვეყნების უმრავლესობაში, როგორც წესი, ნარკოტიკული ანალგეტიკები მკაცრ კონტროლს ექვემდებარებიან და მათი მომარაგება ხდება ძლიერი ტკივილების, მაალითად ქირურგიული ოპერაციებისა და კიბოთი დაავადებულთათვის ტერმინალურ სტადიაში გამოსაყენებლად. არანარკოტიკული ტკივილგამაყუჩებლების მიმართ უფრო ნაკლები შეზღუდვები მოქმედებენ. ქვეყნების უმრავლესობის ბაზრებზე ათეულობით ასეთი წამალი არსებობს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ძირითადი წამლების ჩამონათვალი 4 არანარკოტიკულ ანალგეტიკ/ანტიპირეტიკს/არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს შეიცავს, კერძოდ:

·               აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინს) რომელსაც გააჩნია ტკივილიის გამაყუჩებელი და, აგრეთვე, სიცხის დამწევი თვისებები;

·               პარაცეტამოლი – ტკივილგამაყუჩებელი, რომელსაც არ გააჩნია ანთების საწინნაღმდეგო თვისებები.

·               იბუპროფენი – ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც ასევე ეფექტურია როგორც ტკივილის გამაყუჩებელი და

·               ინდომეტაცინი – ანთების საწინააღმდეგი წამალიმ ტკივილის გამაყუჩებელი თვისებებით.

იბოპროფენი და ინდომეტაცინი ამ ჩამონათვალში შესულია როგორც თერაპიული ჯგუფის წარმომადგენლები, და ფასზე და მათი სახეზე ყოფნაზე დამოკიდებულებით, შესაძლებელია ამავე ჯგუფის სხვა წამლებით ჩანაცვლება [28]. იბუპროფენის ნაცვლად, ასეთი წამლები, შესაძლოა, იყვნენ პროპიონის მჟავას წარმოებულები – ნაპროქსენი, ფონოპროფენი, კეტოპროფენი, ფლურბიპროფენი, ფენბუფენი, პირპროფენი, ოქსაპროზინი, ინდოპროფენი ან თიაპროფენის მჟავა; ხოლო ინდომეტაცინის ჩანაცვლება შეიძლება სულინდაკით.

გავრცელებული ანალგეტიკები

 ოპიოიდური ანუ ნარკოტიკული გამაყუჩებლები
მორფინი
კოდეინი
დექსტროპროპოქსიფენი
პენტაცოზინი
ტრამადოლო
არანარკოტიკული ანალგეტიკები/ანტიპირეტიკები
ასპირინი*
პარაცეტამოლი (აცეტამინოფენი)
დიპირონი
გლაფენინი
ფენაცეტინი
პროპიფენაზონი
ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (არასტეროიდული)
ასპირინი
ბუპროფენი
ინდომეტაცინი
მეფენამის მჟავა
დიკლოფენაკი
კეტოპროფენი
კეტოროლაკი
ეთოდოლაკი
ნაპროქსენი
პიროქსიკამი
თიაპროფენის მჟავა

*შენიშვნა: ასპირინი განეკუთვნება როგორც არანარკოტიკულ გამაყუჩებლებს, ასევე ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს.

კომბინირებული პროდუქტები

ერთ-ერთი საშუალებას, რომლითაც ზოგიერთი მწარმოებელი ფირმა ცდილობს, რომ მისი საკუთარი პროდუქცია განსხვავდებოდეს კონკურენტი ფირმების პროდუქციისაგან, წარმოადგენს დამატებითი ინგრედიენტების დამატება და კომბინირებული საშუალებების შექმნა. პოპულარული პროდუქტების რიცხვში შედიან:

·                     ასპირინი და/ან პარაცეტამოლი კოდეინით
·                     პარაცეტამოლი ან ასპირინი დექსტროპროპოქსიფენით
·                     ასპირინი და.ან პარაცეტამოლი კოფეინით
·                     პარაცეტამოლი პენტაზოცინით
·                     ასპირინი ან პარაცეტამოლი ვიტამინებით
·                     ასპირინი ან პარაცეტამოლი ფენაცეტინით
·                     ასპირინი ან პარაცეტამოლი პირაზოლონის წარმოებულებით
·                     ასპირინი ან პარაცეტამოლი ბარბიტურატებით

ზოგიერთი სპეციფიური კომბინაციას განსაკუთრებით მწვავედ აკრიტიკებენ. „არ უნდა იყოს წახალისებული“ დექსტროპროპოქსიფენის მოხმარება ასპირინთან ან პარაცეტამოლთან ერთად [37]. ეს იმით აიხსნება, რომ „დექსტროპროპოქსიფენის პარაცეტამოლთან ან ასპირინთან კომბინაცია, დოზის გადამეტების შემთხვევაში, შესაძლოა უფრო სახიფათო აღმოჩნდეს, ვიდრე თავისთავად ასპირინი ან პარაცეტამოლი“ [38]. დექსტროპროპოქსიფენის დოზის გადამეტებას შეუძლია სუნთქვის დათრგუნვა, განსაკუთრებით კი ალკოჰოლთან ერთად მიღებისას; ამას კი ელვისებურად მოყვება გულის უკმარისობა და სიკვდილი [39]. ტრაგიკულია, მაგრამ სწორედ აღნიშნული წამალი გახდა თვითმკვლელობის პოპულარული და ეფექტური საშუალება. დექსტროპროპოქსიფენის შემცველი ტკივილგამაყუჩებლების საყოველთაო გამოყენება (როგორც ეს 11.3 ცხრილიდან ჩანს), გარკვეულ შეშფოთებას იწვევს.
ტკივილის გამაყუჩებელ საშუალებებში კოფეინის ჩართვა „არ აძლიერებს პრეპარატის არც გამაყუჩებელ, არც ანთების საწინააღმდეგო ეფექტს, და არ არის გამორიცხული, რომ მას შეუძლია ასპირინით გამოწვეული კუჭის გაღიზიანების გაძლიერება“ [40]. უმეტეს შემთხვევებში, კომბინირებულ პროდუქტებში კოფეინის არსებობა არ არის საკმარისი პარაცეტამოლის ან ასპირინის ტკივილის გამაყუჩებელი ეფექტის გასაძლიერებლად [41]. უფრო დამაჯერებელია, რომ ფინჯანი ჩაი ან ყავა უფრო მეტ კოფეინს შეიცავს [42]. ჯილმანისა და გუდმანის თერაპიის ფარმაკოლოგიურ საფუძვლებში აღნიშნულია, რომ „ცოტაა მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ ამ მიზნისათვის მის ეფექტურობას“ [43]. ერთ-ერთ ახალ (1991 წლის აპრილი) გამოკვლევაში ნაჩვენებია, რიმ „აქამდე, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ვერც ერთმა გამოქვეყნებულმა გამოკვლევამ ვერ დაადასტურა ნათლად ანალგეტიკში კოფეინის, როგორც დამხმარე საშუალების როლი“ [44]. თვითონ ამ გამოკვლევაში მოყვანილი იყო ზოგიერთი შეზღუდული მონაცემი, რომლებიც ადასტურებენ, რომ კოფეინი სასარგებლო იყო, როგორც ანალგეტიკში დამხმარე საშუალება, ყოველ შემთხვევაში ყელის ანთებით გამოწვეული ტკივილის დროს, ორი საათის განმავლობაში. სხვა ახალ გამოკვლევებში არ იყო დადგენილი მნიშვნელოვანი განსხვავება თავის ტკივილის დროს კოფეინიანი პარაცეტამოლისა და მხოლოდ პარაცეტამოლის ეფექტებს შორის [45], ან კოფეინიანი ასპირინისა და მხოლოდ ასპირინს შორის, ორალური ოპერაციისშემდგომი ზომიერი ტკივილის დროს [46]. ერთ-ერთმა გამოკვლევამ გერმანიაში გამოავლინა, რომ არსებობს დამაჯერებილი კავშირი თირკმელებისა ტკივილსა და პარაცეტამოლისა და ასპირინის კომბინირებული პროდუქტების გამოყენებას შორის, განსაკუთრებით, თუ ისინი კოფეინთან ერთად იხმარება [47].
არარაციონალურია პარაცეტამოლისა და პენტაზოცინის კომბინაცია. პერორალური მიღების დროს პენტაზოცინი ავლენს „შედარებით სუსტ და არაპროგნოზირებად ტკივილგამაყუჩებელ აქტიობას“. სხვა ანალგეტიკების შესახებ გაკეთდა დასკვნა, რომ, როგორც მწვავე, ისე ქრონიკუი ტკივილის დროს, ისინი ტოლად ან უფრო ეფექტურნი არიან, და გააჩნიათ პენტაზოცინთან შედარებით უფრო ნაკლები გვერდითი ეფექტები [48].
ბარბიტურატებს დღეს გააჩნიათ ძალზე შეზღუდული, დამოუკიდებელი კლინიკური გამოყენება, და, საერთო ჯამში, მათ უნდა ავერიდოთ მათზე დამოკიდებულების პრობლემების, და ასევე შესაძლო, ძალზე სერიოზული, ხშირად სასიკვდილო აბსტინენციის შემთხვევების გამო [49]. სავსებით გაუმართლებელია მათი ანალგეტიკებთან ერთად მიღება.
ზოგიერთმა ქვეყანამ გადადგა ნაბიჯები კომბინირებული ტკივილგამაყუჩებლების ამოღებისაკენ. ბანგლადეშში აკრძალეს ანალგეტიკები სპირტთან, რკინასთან ან ვიტამინებთან ერთად კომბინაციაში. თურქეთში ბაზრიდან ამოღებულ იქნა ტკივილგანაყუჩელები ბარბიტურატებთან ერთად კომბინაციაში. უარყოფითი დამოკიდებულება ანალგეტიკების ვიტამინებთან კომბინაციის, როგორც არარაციონალურის მიმართ, გამოთქმული იქნა ფილიპინებზე, ხოლო ინდოეთში აიკრძალა ასეთი პრეპარატების წარმოება, გაყიდვა და იმპორტი [50].

ასპირინი

 ექსპერტთა უმრავლესობა ერთიანია იმ აზრში, რომ უბრალო, ხშირად განმეორებადი ტკივილის – კბილის, თავის, ხანდახან ეპიზოდურისა  ზურგის არეში – ასპირინი წარმოადგენს „არჩევანის ტკივილგამაყუჩებელს“ [51. ტკივილზე სახელმძღვანელოში ეწერა: „ ეფექტურობის მხრივ ძნელია ასპირინზე უკეთესი რამის შექმნა. არც ერთი თანამედროვე წამალს… არ გამოუვლენია უკეთესობისაკენ  რაიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა“ [52]. ასპირინი იმდენად პოპულარულია, რომ მხოლოდ აშშ-ში ყოველწლიურად ასპირინის 40 მილიარდზე მეტი ტაბლეტი მოიხმარება [53].

ასპირინის თავის უარყოფითი თვისებებიც გააჩნია. სავარაუდოა, რომ ის არ უნდა მიიღონ უკონტროლო სისხლის წნევის მქონე ადამიანებმა. ან ვისაც დარღვეული აქვს სისხლის შედედების უნარი.  ასპირინი ასევე არ უნდა მიიღონ ასთმიანებმა, კუჭის გაღიზიანებით ან წყლულით დაავადებულებმა, ან კიდევ მათ, ვისაც ალერგია აქვს  ასპირინის მსგავს წამლებზე [54]. ასპირინი არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, რადგანაც არსებობს კავშირი მის მოხმარებასა და რეიეს სინდრომს შორის, რომელიც ვირუსული ინფექციებით დასნებოვნებული ბავშვების სერიოზულ, პოტენციურად სასიკვდილო დაავადებას წარმოადგენს.

პარაცეტამოლი

თუ არ არის რეკომენდებული ასპირინის გამოყენება, არჩევანის შემდეგი წამალია პარაცეტამოლი  (რომელიც მრავალ ქვეყანაში ცნობილია როგორც აცეტამინოფენი, პანადოლი, ტაილენოლი), „სავარაუდოდ, ოდნავ ნაკლები ეფექტურობის“, „მაგრამ როგორც კარგად გადასატანი ალტერნატიული წამალი“ [59]. პარაცეტამოლი „კუჭზე ნაკლებად გამაღიზიანებლად  მოქმედებს“ [60]. ამასთანავე, პარაცეტამოლის რეგულარულმა და ხანგრძლივმა მოქმედებამ შეიძლება ღვიძლისა და თირკმელების დაავადება. ხოლო დოზის გადაჭარბებამ – ხანდახან ღვიძლის სასიკვდილო შედეგის მქონე დაზიანება გამოიწვიოს [61[.
პარაცეტამოლის ან სხვა ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებლის გამოყენების საუკეთესო რჩევა იქნებოდა – მიიღეთ ზომიერი რაოდენობით.

იბუპროფენი

 ისეთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა იბუპროფენი, უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ასპირინი ან პარაცეტამოლი, და სულაც არაა სავალდებულო, რომ იყვნენ უფრო ეფექტურები. თუმცა, შეზღუდული რაოდენობის გამოკველევებში დადგენილ იქნა, რომ იბუპროფენს, ყოველ შემთხვევაში, ასპირინის თანაბარი ან უფრო მეტი ეფექტურობა ახასიათებს. იბუპროფენის მნიშვნელოვანი უპირატესობა იმაშია, რომ მას ნაკლები გვერდითი ეფექტები სიხშირე ახასიათებს და, როგორც წესი, ასპირინზე უკეთ გადაიტანება [68]. ამასთან ერთად, არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება ორსული ან მეძუძური ქალების მიერ [69]. აშშ-ში მოითხოვენ, რომ იბუპროფენის 200 მგ-იანი ტაბლების მარკირება შეიცავდეს გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იბუპროფენი არ იქნას გამოყენებული ორსულობის უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში, იმ შემთხვევების გამონაკლისის გარდა, როდესაც მას ექიმი სპეციალურად უნიშნავს, რადგან მას შეუზლია ზიანი მიაყენოს დაუბადებელ ბავშვს ან გაართულოს მშობიარობა“ [70]. იბუპროფენი არ არის რეკომენდებული 1 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

ტრამადოლი

 ტრამადოლი პირველად გამოჩნდა გერმანიაში 1977 წელს და გამოუშვა ის გერმანულმა ფირმა Grunenthal-მა. ეს არის ნარკოტიკული ანალგეტიკი, რომელსაც, სავარაუდოდ, შეუძლია დამოკიდებულების ჩვევის გამომუშავება, უფრო მცირე ხარისხით, ვიდრე მორფინს, და სხვა ოპიოიდურ წამლებზე ნაკლებად თრგუნავს სუნთქვას და აქვს მათზე უფრო სუსტი სედატიური ეფექტი [72]. ეს პროდუქტი ასევე არსებობს იაპონიის, აზიისა და ლათინური ამერიკი რამდენიმე ქვეყნის წამლის ბაზარზე [73]. მაგრამ, ჯერ საკმაოდ მცირეა კლინიკური მონაცემები იმისათვის, რომ განსაზღვრულ იქნას მისი როლი ტკივილის მოხსნაში.

 გაგრძელება იხ. >>>

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter