ალფა-ადრენობლოკატორები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ამ ჯგუფს მიეკუთვნება საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ მედიატორთან (ნორადრენალინი) ან სისხლში ცირკულირებად ადრენომიმეტიკებთან (ენდოგენური ადრენალინი, სამკურნალო საშუალებები) კონტაქტისაგან პოსტსინაფსური ალფა-ადრენორეცეპტორების ეკრანირება. ისინი იყოფიან სელექტიურ ალფა1-ადრენობლოკატორებად (ალფუზოზინი, პრაზოზინი, დოქსაზოზინი, ტამსულოზინი, ტერაზოზინი და სხვა) და არასელექტიურ, როგორც ალფა1-, ისე ალფა2-ადრენორეცეპტორების მაბლოკირებელ საშუალებებად (ფენტოლამინი, ტროპოდიფენი, ჭვავის რქის (Secale cornutum) ალკალოიდები და მათი წარმოებულები, ნიცერგოლინი, პროროქსანი, ბუტიროქსანი და სხვა).

ამ ჯგუფის პრეპარატები ხელს უშლიან სისხლძარღვთა შემავიწროებელი იმპულსების გადაცემას და ამის ხარჯზე იწვევენ არტერიოლებისა და პრეკაპილარების გაფართოებას. ალფა1-ადრენორეცეპტორებით გამოწვეული ბლოკადის სხვა ეფექტს წარმოადგენს უროდინამიკის გაუმჯობესება წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს (იხ. სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ნივთიერებათა ცვლაზე წინამდებარე ჯირკვალში და უროდინამიკის კორექტორები).


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter