ადამიანის ჩონჩხი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ადამიანის ჩონჩხი  Skeleton hominis Human skeleton

,,ადამიანის სხეულში არჩევენ თავს – caput, ტორსს – truncus და კიდურებს – membrum.
თავის ჩონჩხს შეადგენს ქალა – cranium, რომელსაც ყოფენ ორ ნაწილად: ტვინის ქალა – cranium cerebrales და სახის ქალა – cranium viscerales s. splanchnocranium.

ადამიანის ჩონჩხი

ტორსის ჩონჩხს შეადგენს ხერხემალი – columna vertebralis, გულმკერდი – thorax და მენჯი – pelvis. ყოველ კიდურში არჩევენ სარტყელს – cingulum და თავისუფალ ნაწილს – pars libera.
ზემო კიდურის სარტყელს ეკუთვნის ორი ძვალი: ლავიწი – clavicula და ბეჭის ძვალი – scapula.
ზემო კიდურის თავისუფალ ნაწილში არჩევენ სამ ნაწილს: პროქსიმალურს – მხარს – brachium, შუა ნაწილს – წინა მხარს – antebrachium, რომლებსაც ერთად უწოდებენ მკლავებს და დისტალურ ნაწილს – მტევანს – manus.

ადამიანის ჩონჩხი ქვემო კიდურის სარტყელს ეკუთვნის მენჯის ძვალი – os coxae. ქვემო კიდურის თავისუფალ ნაწილში არჩევენ სამ ნაწილს: პროქსიმალურს – ბარძაყს – femur, შუა ნაწილს – კანჭს – crus და დისტალურ ნაწილს – ტერფს – pes.”

ციტატა ალ. ნათიშვილის წიგნიდან ,,ადამიანის ნორმალური ანატომია”

ადამიანის ჩონჩხი


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter